აშშ და ბულგარეთი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
დონალდ ტრამპმა და ბოიკო ბორისოვმა შეხვედრა თეთრ სახლში გამართეს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და ბულგარეთი გეგმავენ, გააძლიერონ პარტნიორობა თავდაცვის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მიმართულებით, მათ შორის – „რეგიონული შეკავებისთვის“.
გარდა ამისა, მხარეები ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„აშშ აპირებს, ბულგარეთში გაგზავნოს სპეციალისტების ჯგუფი ბულგარელ პარტნიორებთან ერთად სამუშაოდ, რომ შესწავლილი იყოს ენერგეტიკის სხვადასხვა, მათ შორის ბირთვულ სფეროში, თანამშრომლობის შესაძლებლობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.