აშშ ჩინეთს პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებს
აშშ ჩინეთს პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებს

აშშ ჩინეთს პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებს, მას შემდეგ რაც ტაივანმა განაცხადა, რომ პეკინი კუნძულზე თავდასხმის რეპეტიციას გადის.

„ეს ქმედებები მნიშვნელოვანი ესკალაციაა ჩინეთის ძალისხმევის სტატუს-კვოს შესაცვლელად. ისინი არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და ზრდის არასწორი გათვლის რისკს. ისინი ასევე ეწინააღმდეგება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ჩვენს ხანგრძლივ მიზნებს ტაივანის სრუტის გასწვრივ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.

ტაივანმა ჩინური წვრთნების საპასუხოდ, რომელიც უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, სამხედრო თვითმფრინავები და გემები განალაგა.

ტაივანში აცხადებენ, რომ ჩინეთმა წვრთნების განმავლობაში არაერთხელ გადაკვეთა მედიანური ხაზი, რომელიც ტაივანის სრუტეში მატერიკულ ნაწილსა და კუნძულს ერთმანეთისგან ყოფს.

მედიასთან საუბრისას ტაივანი პრემიერ-მინისტრმა, სუ ცენ-ჩანმა განაცხადა, რომ სწავლებას ჩინეთი რეგიონალური სტაბილურობის მოშლისთვის იყენებს.