აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელი სპეციალურმა პროკურორმა დაკითხა
აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელი სპეციალურმა პროკურორმა დაკითხა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელი, მაიკ პომპეო სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დაკითხა, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს. ინფორმაციას პომპეოს დაკითხვის შესახებ ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

პომპეომდე მიულერის გუნდმა აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი დაკითხა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოძიების ფარგლებში დონალდ ტრამპის კაბინეტის მოქმედი წევრი დაკითხეს.

იანვარში ამერიკული მედია წერდა, რომ არ არის გამორიცხული, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფმა თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკითხოს.