აშშ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს
აშშ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

აშშ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, 9 აგვისტოს ბელარუსში გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

„აშშ-ს არ შეუძლია ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად აღიარება. 9 აგვისტოს არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი. გამოცხადებული შედეგები ფალსიფიცირებული იყო და ლეგიტიმურბა არ გააჩნია“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს მინსკში დაანონსების გარეშე ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა.

დატოვე კომენტარი