აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფლორენსი“ უახლოვდება
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფლორენსი“ უახლოვდება

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფლორენსი“ უახლოვდება. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალს ამჟამად მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქია კიდევ გაძლიერდება.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის და ვირჯინიის შტატები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადეს. მოქალაქეების ნაწილი ევაკუირებულია, ნაწილი კი საკვებსა და პირველადი დანიშნულების საგნებს იმარაგებს. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 195 კმ/სთ-ს აღწევს.

ვარაუდობენ, რომ „ფლორენსი“ კაროლინას ხუთშაბათს მიაღწევს. სტიქიას თან წვიმა ერთვის, რამაც შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს.

ქარიშხლის მოახლოების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისისიპიში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

დატოვე კომენტარი