აშშ-​ში ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების კენჭისყრამ კონსერვატორების აღშფოთება გამოიწვია
აშშ-​ში ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების კენჭისყრამ კონსერვატორების აღშფოთება გამოიწვია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა და სენატი ხუთშაბათს ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების კენჭისყრას გეგმავდნენ, რაც მთავრობის მუშაობის მორიგი შეჩერებისთვის თავის არიდებას ემსახურება, თუმცა ამან ფინანსისტი კონსერვატორების აღშფოთება გამოიწვია.

მათი თქმით, ამ გეგმის განხორციელება ბიუჯეტში ერთი ტრილიონის ოდენობის დეფიციტს გამოიწვევს.
მთავრობის მუშაობის შენარჩუნების სანაცვლოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მეტი ფულის ხარჯვის გეგმას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორებს შორის, რომლებიც ზოგადად შიდა პოლიტიკურ პროგრამებზე ნაკლები ფინანსების გამოყოფის მომხრეები არიან.

ამავე შეთანხმების ფარგლებში დემოკრატები საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ცვლილებაზე მხარდაჭერას ელოდნენ.
შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატაში გარანტირებული არ არის და ის დემოკრატების მხარდაჭერას საჭიროებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოლ რაიანის თქმით, რომელიც თავად ამ გეგმის მომხრეა, მას სწამს, რომ კანონპროექტი მხარდაჭერას მიიღებს.
რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ.