აშრაფ ჰაკიმი და უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვარჯიშს დაუბრუნდნენ #1TVSPORT
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფინალის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერები უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი ვარჯიშს დაუბრუნდნენ.
ფეხბურთელები ტრავმირებულები იყვნენ და მათი თამაში 30 მაისს „არსენალის“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჰაკიმი მოედანზე გასვლას 28 აპრილის შემდეგ ვერ ახერხებს, მან ბარძაყის კუნთის ტრავმა „ბაიერნის“ წინააღმდეგ მატჩის დროს მიიღო.
რაც შეეხება დემბელეს, ის საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში დაშავდა და ვარჯიში დაახლოებით 10 დღის შემდეგ განაახლა.
როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონიწილეობის მიღებას შეძლებენ. ფინალური მატჩი ბუდაპეშტში 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.