ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, მაასტრიხტის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
მაასტრიხტის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი აეროპორტის დანაღმვის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დროებით შეჩერდა თვითმფრინავების გაფრენა და მიღებაც.
ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები. სამართალდამცველებმა შენობა შეამოწმეს და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
მოგვიანებით ნიდერლანდების სამხედრო პოლიციაში განაცხადეს, რომ შეტყობინება ცრუ იყო.