AS - „ტოტენჰემი“ „რეალისგან“ ჰარი კეინში 350 მილიონს ითხოვს
AS - „ტოტენჰემი“ „რეალისგან“ ჰარი კეინში 350 მილიონს ითხოვს

„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდეს.

25 წლის ინგლისელის გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს, რომელმაც ლონდონურ კლუბს, შესაძლო ტრანსფერის თაობაზე უკვე მიმართა. „ტოტენჰემის“ პასუხი ასეთი იყო – გადასვლა შესაძლებელია, თუ ესპანური გრანდი 350 მილიონ ევროს გადაიხდის.

ამ თანხის დასახელებით „ტოტენჰემმა“ მიანიშნა, რომ არ სურს ფორვარდის გაყიდვა. კეინმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს.

დატოვე კომენტარი