უეფა-მ შეიმუშავა ჩემპიონთა ლიგის დასრულების გეგმა, – დაწერა გაზეთმა AS-მა.
წყაროს ცნობით, 8 და 9 აგვისტოს გაიმართება მერვედფინალის საპასუხო მატჩები. 12 აგვისტოს, ლისაბონში დაიწყება მინი-ტურნირი, რომელშიც კლუბები პლეი ოფის ფორმატში თითო მატჩს ითამაშებენ. ყველა თამაში გაიმართება „ჟოზე ალვალადეზე“ და „ეშდატიო და ლუშზე“. ტურნირის ფინალი 23 აგვისტოს „ეშდატიო და ლუშზე“ შედგება.
აღნიშნავენ, რომ უეფა მსგავს გეგმას ამზადებს ევროპის ლიგისთვის. ამ ტურნირის გადამწყვეტი მატჩი უნდა გაიმართოს გერმანიაში და არა პოლონეთში, როგორც თავდაპირველად იყო ჩანიშნული.
საბოლოო გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულებაზე 17 ივნისს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე გაირკვევა.