შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის მე-7 ტურში „ქუინს პარკ რეინჯერსს“ ესტუმრა და „ლოფტუს როუდზე“ გამართულ შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
„უოტფორდთან“ შთამბეჭდავი გასვლით გამარჯვების შემდეგ „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ ეს მატჩიც კარგად დაიწყო, უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და სტუმრებს ქულის მოპოვების შანსი პირველივე ტაიმში წაართვა.
მე-10 წუთზე ილიას ჩაირმა (რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს) შორეული ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. სწრაფი დაწინაურებით წახალისებულმა მასპინძლებმა ხუთი წუთის შემდეგ კუთხურის გაათამაშეს და ეთან ლეირდის გოლის წყალობით უპირატესობა გააორმაგეს.
არველაძის გუნდს სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები მალე სანანებელი გაუხდათ. „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ კი უპირატესობა მე-40 წუთზე გაზარდა – კრის უილოკმა სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
სამგოლიანი უპირატესობის შემდეგ მასპინძლები მეორე ტაიმში თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მე-12 საშინაო მატჩში კარის „მშრალად“ შენარჩუნებინა ვერ შეძლეს – „ჰალმა“ 85-ე წუთზე ტაილერ სმიტის გოლით სხვაობა შეამცირა.
ქართველი სპეციალისტის გუნდმა 7 ტურში 11 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზეა. ამ მოგების შემდეგ „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ , „ჰალ სიტის“ მსგავსად 11 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზეა.