არველაძემ უზბეკეთის თასის მოგება აჭარულის ცეკვით აღნიშნა (ვიდეო)

00:43, 21.12.2020

შოთა არველაძემ უზბეკეთში მორიგი ტიტული მოიპოვა – ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი ტაშკენტის „ფახთაქორი“ ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი.

ფინალში ტაშკენტის „ფახთაქორი“ „ოლმალიკს“ შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოუგო.

აჩი არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უზბეკეთის თასის ჩემპიონობას აჭარულის ცეკვით აღნიშნავს.

შოთას გუნდმა ზედიზედ მეორე წელია, დუბლი შეასრულა – უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, „ფახთაქორი“ ქვეყნის თასსაც დაეუფლა.

 

მსგავსი