ძმები არველაძეების ფონდის ინიციატივით და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
40-მეტრიანი ხელოვნურსაფარიანი მოედანი სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული. სტადიონის გახსნის დღესვე, დასახლებაში ახალი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც 25 მოზარდით დაკომპლექტდა, ხოლო ჯგუფს ფონდ არველაძის მიერ შერჩეული მწვრთნელი უხემლძღვანელებს.
სოფელ კალინინოში მცხოვრებ ბავშვებს და მოზარდებს ფონდის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან საჩუქრად ბურთები, ეკიპირება და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცათ.
წელს, ძმები არველაძეების ფონდის ორგანიზებით ეს რიგით მესამე ინფრასტრუქტურული პროექტია. თებერვალში, ფონდისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობით სოფელ მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე ახალი სტადიონი აშენდა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან პარტნიორობით კი სექტემბერში, ახალი სტადიონი წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც გაიხსნა.