არველაძე ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა - ლა ლიგაში ქართველის გამოჩენამ გამახარა
შოთა არველაძე თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ლა ლიგაში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა და ახალგაზრდა ნახევარმცველს წარმატებები უსურვა.
„დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის „ლევანტეში“ და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს“ – წერია შოთა არველაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა – „საბურთალოს“ აღზრდილი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ფორმით ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამოჩნდა.
ესპანეთის ლა ლიგაში ქართველებიდან მხოლოდ ორ ფეხბურთელს უთამაშია: გიორგი დემეტრაძე 2001 წელს „რეალ სოსიედადში“ გამოდიოდა, შოთა არველაძემ კი 2007–2008 წლების სეზონში „ლევანტეში“ ითამაშა.