„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ჩემოდნები ჩაალაგა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა, – იუწყება მარკა.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი „ბარსელონას“ ბაზაზე მივიდა, საკუთარი ნივთები წამოიღო და იტალიაში მიემგზავრება.
მილანის „ინტერში“ არტურო ვიდალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს პერიოდში იტალიური კლუბის მაისურსაც მოირგებს.
2019/20 წლების სეზონში ვიდალმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.