არტურო ვიდალი თანაგუნდელებს დაემშვიდობა
არტურო ვიდალი თანაგუნდელებს დაემშვიდობა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ჩემოდნები ჩაალაგა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა, – იუწყება მარკა.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი „ბარსელონას“ ბაზაზე მივიდა, საკუთარი ნივთები წამოიღო და  იტალიაში მიემგზავრება.

მილანის „ინტერში“ არტურო ვიდალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს პერიოდში იტალიური კლუბის მაისურსაც მოირგებს.

2019/20 წლების სეზონში ვიდალმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი