ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიურმა გრანდმა და მიუნხენის „ბაიერნმა“ ფეხბურთელის ტრანსფერზე მოილაპარაკეს. უახლოეს პერიოდში ვიდალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობილი გახდა ფინანსური დეტალებიც – როგორც Mundo Deportivo აღნიშნავს, „ბარსელონა“ „ბაიერნს“ 19 მილიონ ევროს გადაუხდის.
გასულ სეზონში ვიდალმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი შეასრულა.