არტურო ვიდალი „ბარსელონაში“ გადადის
არტურო ვიდალი „ბარსელონაში“ გადადის

ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიურმა გრანდმა და მიუნხენის „ბაიერნმა“ ფეხბურთელის ტრანსფერზე მოილაპარაკეს. უახლოეს პერიოდში ვიდალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობილი გახდა ფინანსური დეტალებიც – როგორც Mundo Deportivo აღნიშნავს, „ბარსელონა“ „ბაიერნს“ 19 მილიონ ევროს გადაუხდის.

გასულ სეზონში ვიდალმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი შეასრულა.