არტისტები H&M-ის რეკლამას კრეატიული პოსტერებით უპირისპირდებიან
არტისტები H&M-ის რეკლამას კრეატიული პოსტერებით უპირისპირდებიან

შვედური ტანსაცმლის ბრენდის H&M-ის მიერ ონლაინ მაღაზიაში, შავკანიანი მოდელის ფოტოს გამოქვეყნებას, რომელსაც ტანსაცმელზე “ჯუნგლების ყველაზე მაგარი მაიმუნი” ეწერა, კრიტიკა მოჰყვა.

​ბრენდი რასიზმში დაადანაშაულეს. ზედაზე წარწერის გამო აფროამერიკელმა აქტივისტებმა კომპანიის რამდენიმე მაღაზიაც დაარბიეს.

​ზედის სტაფილოსფერ ვერსიას, რომელიც თეთრკანიან ბავშვს აცვია, შემდეგი ფრაზა აწერია: “ჯუნგლებში გადარჩენის ექსპერტი”.

H&M-მა ფოტო ონლაინ მაღაზიებიდან აიღო და Time-თან საუბრისას, საჯარო ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ბრენდი ზედებს ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებში მაინც გაყიდის.

H&M-ის რეკლამას მსოფლიო მასშტაბით პროტესტი არტისტებმაც გამოუცხადეს. მათ კრეატიული პოსტერების სერია შექმნეს, სადაც ზედაზე განსხვავებული წარწერებია დატანილი.