არტეტა - სეზონის სტარტზე წარუმატებლობამ „არსენალი“ უფრო გააძლიერა #1TVSPORT
არტეტა - სეზონის სტარტზე წარუმატებლობამ „არსენალი“ უფრო გააძლიერა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის მეექვსე ტურში დღეს ლონდონური დერბი გაიმართება. ზედიზედ ორი გამარჯვებით ფრთაშესხმული „არსენალი“ ზედიზედ ორი მარცხით დათრგუნულ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა:

„ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ რთულ პერიოდს გავდივართ. ყველა გუნდს აქვს აღზევებისა და წარუმატებლობის პერიოდები, მაგრმ ჩვენ ეს უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში გაგვიგრძელდა.

რთულია, ადგე და ყველაფერი უცბად შემოაბრუნო, მაგრამ მწამს, ყველა ეს პრობლემა აუცილებელია იმისთვის, რომ განსაცდელმა მეტი სიმტკიცე შეგვმატოს. სეზონის სტარტზე განცდილმა წარუმატებლობამ, „არსენალი“ უფრო ძლიერი გახადა“, – მიაჩნია მიკელ არტეტას.