არტეტა რონალდინიოზე - ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორი კლუბი შეცვალა, ასეთი ტალანტი არასოდეს მინახავს #1TVSPORT
„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ აღწერა რონალდინიოს გავლენა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონაზე“.
„ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით წელიწადნახევრის განმავლობაში. იმ დროს, რა თქმა უნდა, მე მას არ მივიჩნევდი ლეგენდად, მაგრამ უდიდესო ტალანტი ჰქონდა. ის ჩამოვიდა ბრაზილიიდან, არ ჰქონდა სამუშაო ვიზა, ამიტომაც რამდენიმე თვე მოცდა მოუწია.
მაგრამ ის ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა ისტორიაში, ვინც მარტომ შეცვალა ორი კლუბი. მან ეს გააკეთა პარიზში, სადაც სრულიად გარდაქმნა გუნდი. შემდეგ გადავიდა „ბარსელონაში“ კლუბის ისტროიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში და ისიც შეცვალა.
მას განსაკუთრებული აურა, ენერგია, ღიმილი ჰქონდა – შეუძლებელი იყო მის გვერდით ცუდ ხასიათზე ყოფილიყავი.
ასეთი ტალანტი არასოდეს მინახავს. ვარჯიშებზე ყოველი მისი მოქმედების შემდეგ ვფიქრობდი: საერთოდ ასეთი რამ შესაძლებელია? ფიზიკურად შეუძლებელია მისი ზოგიერთი ფინტის გამეორება.
მასთან ერთად თამაში – ეს მართლაც დაუჯერებელი იყო“, – განაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ნახევარმცველმა.