არტეტა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მწვრთნელად მესამედ აღიარეს #1TVSPORT
არტეტა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მწვრთნელად მესამედ აღიარეს #1TVSPORT

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მწვრთნელად მესამედ დაასახელეს.

არტეტამ ხმათა უმრავლესობით აჯობა ემერის („ასტონ ვილა“), კუპერს („ნოტინგემი“), ძერბის („ბრაიტონი“), ფრანკს („ბრენტფორდი“).

იანვარში მიკელ არტეტას შეგირდებმა ინგლისის ჩემპიონატში სამი მატჩი გამართეს. „არსენალმა“ დაამარცხა „ტოტენჰემი“(2:0), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (3:2), „ნიუკასლთან“ კი ფრე ითამაშა (0:0)

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სწორედ ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს 50 ქულით და უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ ხუთი ქულით ასწრებს.