არტეტა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე - გვარდიოლასგან ბევრი რამ ვისწავლე #1TVSPORT
დღეს, 15 თებერვალს ერთმანეთს პრემიერლიგის გრანდები დაუპირისპირდებიან – „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მნიშვნელოვანი მატჩის შესახებ ისაუბრა და მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„„სიტი“ იმსახურებს იმ წარმატებას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია – როგორ თამაშობდნენ, როგორ იბრძოდნენ, როგორ გადალახეს წინააღმდეგობები. გვარდიოლასთან მუშაობა იყო საოცარი გამოცდილება როგორც პიროვნული, ასევე სამწვრთნელო კარიერის თვალსაზრისით. იქ გატარებულმა პერიოდმა უკეთეს ადამიანად და მწვრთნელად მაქცია. გვარდიოლასგან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც საკუთარ კარიერაში ახლაც ვიყენებ. არასდროს დამიმარცხებია გვარდიოლა? პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავამარცხო ზოგაგად მეტოქე და არა რომელიმე კონკრეტული მწვრთნელი“, – განაცხადა მიკელ არტეტამ.
ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „არსენალი“ ლიდერობს, „მანჩესტერ სიტი“ მეორე პოზიციაზეა.