არტეტა – ჩვენი მიზანია, „არსენალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდეს #1TVSPORT

20:58, 20.01.2024

ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში „არსენალმა“ „კრისტალ პალასი“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა, 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.

ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ „კრისტალ პალასთან“ გამართული მატჩის შემდეგ „არსენალის“ ამბიციურ მიზნებზე ისაუბრა:

„ჩვენ უკლებლივ ყველა ასპექტზე ვმუშაობთ და გვსურს, რომ თამაშის ნებისმიერ ეტაპზე ვდომინირებდეთ. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გავხდეთ და ამისთვის ყველა კომპონენტში საუკეთესოები უნდა ვიყოთ“.

მსგავსი