საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრმა, ერეკლე არსენაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში წარმატებული შეხვედრა ჩაატარა.
22 წლის ხელბურთელის კლუბმა, „ბრაგამ“ „სან ჟოანენსე“ ანგარიშით 31:21 დაამარცხა, ქართველის ანგარიშზე კი 8 გატანილი ბურთია.
არსენაშვილის კლუბი პორტუგალიის ჩემპიონატში ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2021 წლის მარტში ევრო 2024-ის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.