არსენაშვილის ოთხი გოლი „ბენფიკასთან“
არსენაშვილის ოთხი გოლი „ბენფიკასთან“

ხელბურთში პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის გუნდმა „ბრაგამ“ ლისაბონის „ბენფიკა“ 28-27 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ოთხი გოლი გაიტანა.

21 წლის არსენაშვილს, მცირე ტრავმის გამო, ბოლო სამი მატჩში თითქმის არ უთამაშია და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი ორჯერ დამარცხდა – სტუმრად „მაია ისმაისთან“ და „ბელენენსეშთან“.

პირველი ტაიმი „ბრაგამ“ „ბენფიკასთან“ 13-8 მოიგო და მეორენახევარში უპირატესობა შეინარჩუნა – 28-27. მასპინძლებში ყველაზე შედეგიანი იყო უგო როჩა 6 გოლით, ხოლო 4-4 გაიტანეს არსენაშვილმა, ანდრე ჟოზემ და ჟოაო პეიშოტომ. ბენფიკაში შვიდჯერ გაიტანა ჯორჯიჩმა, რენე ტოფტის ანგარიშზე კი სულ 2 გოლი იყო. სულ ქართველ ხაზის მოთამაშეს სეზონში 38 ბურთი აქვს გატანილი.

„ბრაგა“ პორტუგალიურ გრანდთან გამარჯვებით ექვსეულში დაბრუნდა.

„ბენფიკა“ სერიოზულად დაკომპლექტებული გუნდია, სადაც თამაშობენ მაკედონიის ნაკრების მეკარე ბორკო რისტოვსკი და სერბეთის ნაკრების უკანახაზელი პეტარ ჯორჯიჩი, ხოლო არსენაშვილს თამაში უწევდა ოლიმპიური და მსოფლო ჩემპიონის, დანიელი რენე ტოფტ-ჰანსენის წინააღმდეგ.

„ბრაგას“ დეკემბერშიკიდევ 4 მატჩი აქვსგასამართი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ორივე მონაწილესთან, „პორტუსა“ და „სპორტინგთან“. ამ ორმა კლუბმა ერთმანეთში ფრედ, 29-29 ითამაშა და 44-44 ქულით ლიდერობს.