„არსენალში“ არტეტას შემცვლელს ეძებენ - მთავარი კანდიდატი კონტეა #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, შესაძლოა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, – ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.
გასული სეზონის შემდეგ, მიკელ არტეტას ლონდონურ კლუბში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, „ბრენტფორდთან“ განცდილმა მარცხმა (0:2) კი გულშემატკივრებსა და მენეჯმენტში უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
The Sun-ის ცნობით, „არსენალის“ მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი „ლესტერის“ თავკაცი ბრენდან როჯერსია.
შეგახსენებთ, რომ კონტემ 10-წლიანი პაუზის შემდეგ „ინტერს“ იტალიის სერია A მოაგებინა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მილანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.
იტალიელ სპეციალისტს კიდევ ერთ ლონდონურ კლუბთან, „ტოტენჰემთან“ ჰქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ ტრანსფერებისთვის საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა, რის გამოც გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქტის მიხედვით კონტეს უფლება არ აქვს ამ სეზონში სხვა იტალიურ გუნდში იმუშაოს.