პრემიერლიგის ახალი სეზონი სენსაციით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის ახალი სეზონი სენსაციით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის ახალი სეზონი დასავლეთ ლონდონში გაიხსნა: „ბრენტფორდმა“, რომელიც 1947 წლის შემდეგ პირველად თამაშობდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, შინ მიიღო „არსენალი“ და სენსაციურად დაამარცხა – 2:0.

მატჩი სავსე ტრიბუნების ქვეშ ჩატარდა. ეს შესაძლებელი გახდა ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი დონის წყალობით.

„ბრენტფორდმა“ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა – 22-ე წუთზე ესპანელმა სერხი კანოსმა გახსნა ანგარიში, 73-ე წუთზე მეორე გოლი დანიელმა კრისტიან ნორგორმა გაიტანა. „არსენალმა“ შეხვედრა 22 დარტმით, მაგრამ უგოლოდ დაასრულა.

„ბრენტფორდი“ შაბათის მატჩებამდე ჩემპიონატის ლიდერი იქნება – ასეთი რამ 1946 წლის 1 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა, „არსენალმა“ კი 1976 წლის შემდეგ პირველად წააგო პირველი ტურის მატჩი უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტთან.