„არსენალს“ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს #1TVSPORT
„არსენალს“ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს #1TVSPORT

„ვესტ ჰემიდან“ დეკლან რაისის შეძენის შემდეგ ლონდონის „არსენალს“ ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს მსოფლიოში.

„არსენალმა“ 24 წლის ფეხბურთელში 116.6 მილიონი ევრო გადაიხადა, რის შემდეგაც კლუბის სრული შემადგენლობის ღირებულება 1.21 მილიარდი ევრო გახდა.

ამ მაჩვენებლით ტოპათეული ასე გამოიყურება:

  1. არსენალი – 1.21 მილიარდი
  2. მანჩესტერ სიტი – 1,19 მლრდ
  3. პარი სენ-ჟერმენი – 1,03 მლრდ
  4. რეალი – 991 მილიონი
  5. ბაიერნი – 894,5 მლნ
  6. ჩელსი – 870 მლნ
  7. ბარსელონა – 870 მლნ
  8. ლივერპული – 850 მლნ
  9. მანჩესტერ იუნ – 830 მლნ
  10. ტოტენჰემი – 770 მლნ

* „არსენალი“ გამორჩეულია არამხოლოდ რაისით. სხვა ახალწვეულების ფასიც მაღალია: კაი ჰავერტცი (55 მილიონი) და იურიენ ტიმბერი (42 მილიონი). სულ „არსენალს“ ერთბაშად 12 ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც 40 მილიონზე მეტად არიან შეფასებულნი.

* ტოპათეულში 5 კლუბი წარმოადგენს პრემიერლიგას – „არსენალის“, „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, „ლივერპულის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ შემადგენლობების საერთო ღირებულება 5.5 მილიარდი ევროა.

* საუკეთესო ათეულში არ არის არცერთი იტალიური გუნდი. ყველაზე ახლოს ტოპათეულთან „ნაპოლია“ – იტალიის ჩემპიონი 629 მილიონი ევროთი მე-11 ადგილს იკავებს რეიტინგში.

* „რეალის“ შემადგენლობაში ოთხი ფეხბურთელია შეფასებული, მინიმუმ, 100 მილიონ ევროდ – ვინისიუსი (150 მლნ), ჯუდ ბელინგემი (120 მლნ), ფედერიკო ვალვერდე (100 მლნ) და როდრიგო (100 მლნ). ტოპათეულის დანარჩენ გუნდებში ასეთი, მაქსიმუმ, ორი ფეხბურთელია.

* „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეთა ყველაზე მაღალი საშუალო ღირებულება აქვს – 44  მილიონი ევრო. „რეალის“ ფეხბურთელების საშუალო ღირებულებაა 38 მილიონი, „არსენალის“ – 36.5 მილიონი.

* ათიდან ცხრა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ტოპათეულის კლუბებში თამაშობს – მხოლოდ „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენი (120 მილიონი) არ არის TOP 10-ში.