„არსენალმა“ სოლსკიაერის დაუმარცხებელი სტარტი შეაჩერა
„არსენალმა“ სოლსკიაერის დაუმარცხებელი სტარტი შეაჩერა

ოლე გუნარ სოლსკიაერის დაუმარცხებელი სტარტი პრემიერ ლიგაში უნაი ემერმა შეაჩერა. „არსენალმა“ „იუნაიტედი“ ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა. უნაი ემერი კი თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილია და თვლის, რომ „მეთოფეებმა“ გამარჯვება დაიმსახურეს.

„პირველ რიგში ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი გულშემატკივრების, რადგან ისინი დღეს ძალიან დაგვეხმარნენ. ეს ატმოსფერო დიდებულია. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. ვფიქრობ, რომ დღეს დიდებული მატჩი ჩავატარეთ. კარგია, რომ ასეთი გუნდის წინააღმდეგ ამდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საოცარი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ.

მათ დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად შეუძლიათ თამაში, მაგრამ მატჩის მიმდინარეობას 90 წუთის განმავლობაში ჩვენ ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს“,-განაცხადა მატჩის შემდეგ ემერიმ.