„იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შეიძლება „არსენალის“ დამრიგებელი გახდეს.
როგორც გაზეთი „სანი“ წერს, ლონდონურმა კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი იტალიელ სპეციალისტთან.
აღნიშნავენ, რომ „არსენალის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას გაანთავისუფლებენ, თუ მისი გუნდი ვერ მოიგებს პრემიერლიგის მომდევნო სამ შეხვედრას – „ნორვიჩთან“, „ბარნლისთან“ და „ტოტენჰემთან“.
ინგლისის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ, „არსენალი“ გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა. ლონდონელებმა წააგეს სამივე სასტარტო შეხვედრა, თანაც ისე, რომ ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს.