„არსენალმა“ ამხანაგურ მატჩში თითქმის ცენტრიდან საკუთარ კარში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიაში გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ლონდონის „არსენალი“ და „ნიურნბერგი“ შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში ინგლისელებმა კურიოზული ავტოგოლი გაიტანეს: „არსენალის“ სარეზერვო მეკარემ, კარლ ეინმა თითქმის ცენტრალურ წრესთან მყოფ ჟორჟინიოს მოუხერხებელი პასი მისცა, რომელმაც მეკარისთვის ბურთის დაბრუნება სცადა, მაგრამ საკუთარ კარში გაიტანა.
„ნიურნბერგის“ კარში გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა.
ამ ამხანაგურ მატჩში „არსენალის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა „ჩელსიდან“ შეძენილ ფორვარდს, კაი ჰავერტცს.