„არსენალის“ ფეხბურთელებს ხელფასების 12.5% ჩამოეჭრებათ
„არსენალის“ ფეხბურთელებს ხელფასების 12.5% ჩამოეჭრებათ

ლონდონის „არსენალმა“ ხელფასების შემცირების შესახებ შეთანხმებას ფეხბურთელებთან თითქმის მიაღწია, იტყობინება გამოცემა „ათლეტიკი“. მოთამაშეების უმეტესობა მზად არის, თავისი გასამრჯელოს 12.5%-ს ერთი წლით შეელიოს, თუმცა ეს ვადა ასევე იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა იმ ფეხბურთელების ხელფასებს, რომლებიც შემცირებას არ თანხმდებიან. თუ საბოლოო შეთანხმება მიღწეულ იქნა, არსენალი პირველი კლუბი იქნება პრემიერლიგაში, რომელმაც კორონავირუსის გამო ხელფასები შეამცირა.