„არსენალი“ მზად არის, ნიკო უილიამსში საჭირო თანხა გადაიხადოს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ ძალიან არის დაინტერესებული „ბილბაოს“ 22 წლის გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენით და მზადაა, მის ტრანსფერში გადაიხადოს „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს გაზეთი The Independent.
წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ესპანეთში დარჩენა სურს და უახლოეს მომავალში განიხილავს „ბარსელონაში“ გადასვლის ვარიანტს.
გასულ სეზონში უილიამსმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.