ლონდონის „არსენალი“ მთავარი პრეტენდენტია „იუვენტუსის“ 29 წლის ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს გაფორმებაზე, – წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი. ფრანგი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირას რაბიოს დედამ და აგენტმა ბევრ კლუბთან გამართა მოლაპარაკებები. ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგ ნახევარმცველზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“.
18 ივლისს „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რაბიომ დატოვა ტურინული კლუბი ხუთწლიანი გამოსვლის შემდეგ. ფრანგი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.