ინგლისური კლუბები „არსენალი“ და „ევერტონი“ Sky Sports-ის ინფორმაციით დაინტერესებულები არიან, რომ „ნაპოლის“ ყოფილ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან ითანამშრომლონ.
„არსენალიდან“ უნაი ემერის წასვლის შემდეგ, ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელის ფუნქციას დროებით შვედი ფრედერიკ იუნგბერგი ასრულებს.
„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ „ლივერპულთან“ განცდილი მარცხის (2:5) შემდეგ, თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ინგლისური კლუბები სახელოვანი იტალიელი სპეციალისტით დაინტერესდნენ.
ანჩელოტი „ნაპოლის“ სათავეში 2018 წლის მაისში ჩაუდგა. მისი კონტრაქტი სამ წელზე იყო გათვლილი.