„არსენალი“ და „ევერტონი“ კარლო ანჩელოტით დაინტერსდნენ
„არსენალი“ და „ევერტონი“ კარლო ანჩელოტით დაინტერსდნენ

ინგლისური კლუბები „არსენალი“ და „ევერტონი“ Sky Sports-ის ინფორმაციით დაინტერესებულები არიან, რომ „ნაპოლის“ ყოფილ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან ითანამშრომლონ.

„არსენალიდან“ უნაი ემერის წასვლის შემდეგ, ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელის ფუნქციას დროებით შვედი ფრედერიკ იუნგბერგი ასრულებს.

„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ „ლივერპულთან“ განცდილი მარცხის (2:5) შემდეგ, თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ინგლისური კლუბები სახელოვანი იტალიელი სპეციალისტით დაინტერესდნენ.

ანჩელოტი „ნაპოლის“ სათავეში 2018 წლის მაისში ჩაუდგა. მისი კონტრაქტი სამ წელზე იყო გათვლილი.