„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად რჩება, პსჟ-მა ორი პოზიცია დაკარგა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის შემდეგ სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ განააახლა ტურნირის ფავორიტთა რეიტინგი.
გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად რჩება „არსენალი“. ტიტულის მოპოვებაზე მისი ალბათობა 21,2-დან 23 პროცენტამდე გაიზარდა.
ტოპსამეულში კვლავინდებურად შედიან „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“. მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედან მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.
Opta-ს ფავორიტთა ტოპათეული ასე გამოიყურება:
- არსენალი – 23%
- ბაიერნი – 18,2%
- მანჩესტერ სიტი – 14,5%
- ბარსელონა – 7,7%
- ლივერპული – 7%
- პარი სენ-ჟერმენი – 6%
- რეალი – 4,3%
- მანჩესტერ იუნ – 3,9%
- ასტონ ვილა – 3,3%
- ინტერი – 2,4%