„არსენალი“ „ბოლონიას“ კალაფიორის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„არსენალი“ „ბოლონიას“ კალაფიორის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„ბოლონიისა“ და იტალიის ნაკრების ცენტრალური მცველი რიკარდო კალაფიორი ახლოს არის „არსენალში“ გადასვლასთან.

კლუბებმა მოილაპარაკეს სატრანსფერო თანხაზე, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს. გარიგების დასასრულებლად „ბოლონიას“ სჭირდება შეთანხმება კომპენსაციაზე „ბაზელთან“, რომელშიც კალაფიორი იტალიურ გუნდში გადასვლამდე თამაშობდა. ამის შესახებ სოცილურ ქსელში დაწერა იტალიელმა ფაბრიციო რომანომ.

გასულ სეზონში 22 წლის კალაფიორიმ 37 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.