არსენ ვენგერმა საფრანგეთის ნაკრებს „დიდი ფავორიტი“ უწოდა #1TVSPORT
არსენ ვენგერმა საფრანგეთის ნაკრებს „დიდი ფავორიტი“ უწოდა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ევრო 2020-ზე მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ნაკრებს მიიჩნევს.

„ჩვენ ვიცით, რომ გაგვაჩნია პოტენციალი, ვიცით, რომ დიდი ფავორიტები ვართ და ძალიან ბევრ გუნდს არ გააჩნია ასეთი შესაძლებლობები, როგორც საფრანგეთის ნაკრებს. ჩვენ უკვე ვართ მსოფლიოს ჩემპიონები, ამიტომაც ვიცით, რომ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატიც მოვიგოთ.

მაგრამ, ამავდროულად, არიან მეტოქეები, რომლებსაც უნდა ვუფრთხილდეთ. მაგალითად, ბელგია, ინგლისი, შესაძლოა, ნიდერლანდები“, – ამბობს ვენგერი, რომელიც დღეს ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.