„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, ვის მიიჩნევს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად.
„როცა თამაშობთ „ატალანტას“ ან „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემთვის „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან მთავარი ფავორიტები. ამას მათი პოტენციალიდან გამომდინარე ვამბობ.
თუმცა, ვგრძნობ, პსჟ უფრო სუსტია, ვიდრე სამი-ოთხი წლის წინ. მაშინ კონკურენცია გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ევროპული ფეხბურთის ხარისხი მაღალ დონეზეა და ეს გუნდები ჯერაც საუკეთესოებს შორის არიან. არ უნდა ვეძებოთ მიზეზი, რატომ ვერ მოიგო „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა. „რეალიც“ კი 10-15 წელი ვერ ახერხებდა ამ ტურნირის მოგებას, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა“, – განაცხადა ვენგერმა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ საპასუხო მატჩი უნდა ითამაშოს „რეალის“ წინააღმდეგ. ინგლისელებს პირველი მატჩი მადრიდში ანგარიშით 2:1 აქვთ მოგებული. თავის მხრივ, „პარი სენ-ჟერმენი“ უკვე მეოთხედფინალშია და იქ „ატალანტას“ შეხვდება.