არსენ ვენგერი - პსჟ-ს კონტრშეტევები არაჩვეულებრივი იყო
არსენ ვენგერი - პსჟ-ს კონტრშეტევები არაჩვეულებრივი იყო

არსენალის ყოფილ წვრთნელს არსენ ვენგერს ძალიან მოეწონა პსჟ-ს თამაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მე-5 ტურის მატჩში ლივერპულთან (2:1). მისი აზრით, პარიზელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

„ფრანგულმა კლუბმა გამოავლინა დიდი მიზანსწრაფობა და მაქსიმალურად დაიხარჯა“, – ციტირებს AFP ვენგერს. – „ლივერპული ძლიერ პრესინგს თამაშობდა, მაგრამ არ იყო შეგრძნება, რომ ეს საკმარისი იყო პსჟ-ს დაცვისთვის პრობლემების შესაქმნელად. პარიზელებმა მაღალ დონეზე ითამაშეს და კონტრშეტევებშიც არაჩვეულებრივები იყვნენ. ნეიმარი და მბაპე ყოველი შეტევისას ხიფათს ქმნიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“-ს და „ლივერპულის“ გარდა ამ ჯგუფში ასპარეზობენ იტალიური „ნაპოლი“ და სერბული „ცვერნა ზვეზდა“. ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს „ლივერპული“-„ნაპოლი“ და „ცვერნა ზვეზდა“ – „პსჟ“ დაუპირისპირდებიან.