ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა საკუთარი აზრი გამოთქვა „არსენალის“ გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის შესახებ. ვენგერს სჯერა, რომ 29 წლის შემტევი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდება.
„გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებულმა ბოლო შეხვედრებმა კარგად დაგვანახა, რომ ამ გუნდს ძალიან სჭირდება მესუთ იოზილი. მჯერა, იოახიმ ლიოვი შეძლებს მის დარწმუნებას და მესუთი დაუბრუნდება ნაკრებს. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ცუდად სულაც არ უთამაშია. მე არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე. ნამდვილი გერმანელი გულშემატკივარი აფასებს მესუთს და მის დამსახურებებს. ის დიდ მოტივაციას აძლევს თანაგუნდელებს. ოზილი რისკის ქვეშ დადგება, თუ ნაკრებს არ დაუბრუნდება. ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს მის სათამაშო ფორმაზე“, – თქვა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ იოზილმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა სანაკრებო კარიერის დასრულება.