იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიძლება ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი გახდეს, რომელმაც ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გასული სეზონის შემდეგ დატოვა
გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, იაპონიის ფეხბურთის ფედერაცია ფრანგს ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს.
ვენგერს იაპონიაში მუშაობის გამოცდილება აქვს – 22 წლის წინ, სანამ „არსენალში“ გადავიდოდა, ის „ნაგოია გრამპუს ეითს“ წვრთნიდა, რომელსაც იმპერატორის თასი და იაპონიის სუპერთასი მოაგებინა.
იაპონიის გარდა, არსენ ვენგერს რამდენიმე შეთავაზება ჩინური კლუბებისგანაც აქვს.