არსენ ვენგერი იაპონიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

09:42, 20.07.2018

იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიძლება  ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი გახდეს, რომელმაც ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გასული სეზონის შემდეგ დატოვა

გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, იაპონიის ფეხბურთის ფედერაცია ფრანგს ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს.

ვენგერს  იაპონიაში მუშაობის გამოცდილება აქვს – 22 წლის წინ, სანამ „არსენალში“ გადავიდოდა, ის „ნაგოია გრამპუს ეითს“ წვრთნიდა, რომელსაც იმპერატორის თასი და იაპონიის სუპერთასი მოაგებინა.

იაპონიის გარდა, არსენ ვენგერს რამდენიმე შეთავაზება ჩინური კლუბებისგანაც აქვს.

მსგავსი