არსენ ვენგერი გამოდის ინიციატივით, რომ აუტი ფეხით ჩააწოდონ
არსენ ვენგერი გამოდის ინიციატივით, რომ აუტი ფეხით ჩააწოდონ

ლეგენდარული მწვრთნელი, არსენ ვენგერი, რომელიც ახლა ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, უჩვეულო ინიციატივით გამოდის.

„მე მიმაჩნია, რომ შემტევ გუნდს უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, გოლი აუტის ჩაწოდების შემდეგ გაიტანოს, – ციტირებს „არსენალის“ ყოფილი თავკაცის სიტყვებს L`Equipe. – თამაშის დარსულებამდე 5 წუთით ადრე აუტის ჩამწოდებელ  გუნდს უნდა მიეცეს უკეთესი საშუალება, რადგან ასეთ სიტუაციებში მეტოქე, როგორც წესი, რიცხვობრივ უპირატესობაშია.

სტატისტიკის მიხედვით, 10-დან რვა შემთხვევაში აუტის ჩამწოდებელი გუნდი, საბოლოოდ, ბურთს ჰკარგავს ხოლმე. მოთამაშეებს სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნახევრზე ბურთი აუტიდან ფეხით ჩააწოდონ“, – აცხადებს არსენ ვენგერი.