არსენ ავაკოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მან წარადგინა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება“, – ნათქვამია უკრაინის შსს-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 27 თებერვალს დაინიშნა.