არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, განცხადებას წასვლის შესახებ ჭიღვარია ხვალ დაწერს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.