არნე სლოტის განცხადებით, ალისონი პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ მატჩს გამოტოვებს - სავარაუდოდ, „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს #1TVSPORT
არნე სლოტის განცხადებით, ალისონი პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ მატჩს გამოტოვებს - სავარაუდოდ, „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ადასტურებს, რომ ალისონი ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩს „ჩელსის“ წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. დიდი ალბათობით, გუნდის კარს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

„ყოველთვის ცუდია, როდესაც მოთამაშე მოედანს ასეთი მდგომარეობით ტოვებს. ალისონი შაბათს თამაშს გამოტოვებს. ექიმი არ ვარ, მაგრამ მსგავს შემთხვევაში, როცა ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებას ვერ ახერხებს, კარგს არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა სლოტმა.

ამ ეტაპზე „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარის ტრავმის სიმძიმე ცნობილია, მან „გალათასარაის“ წინააღმდეგ მატჩის დროს მოედანი 56-ე წუთზე დატოვა და შეხვედრაში მამარდაშვილი ჩაერთო.

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში 4 ოქტომბერს შედგება.