„არმინია“ - „ვერდერის“ შეხვედრა გადაიდო - მასპინძლების სტადიონი თოვლმა დაფარა
„არმინია“ - „ვერდერის“ შეხვედრა გადაიდო - მასპინძლების სტადიონი თოვლმა დაფარა

გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი, რომელიც „არმინიასა“ და „ვერდერს“ შორის უნდა გამართულიყო, დიდთოვლობის გამო გადაიდო, – იუწყება მასპინძელი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„მაინცის“ პრესსამსახურმა უჩვეულო ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც თოვლით დაფარული სტადიონი სხვადასხვა რაკურსით არის გადაღებული.

თოვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერც „არმინიას“ ხელმძღვანელობამ და ვერც მერიის სპეციალურმა სამსახურმა ვერაფერი გააწყო – სტადიონის გაწმენდა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გაიმართება „არმინიასა“ და „ვერდერის“ გადადებული მატჩი.

გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „არმინია“ მე-16 ადგილზე იმყოფება, „ვერდერი“ კი მე-11 პოზიციაზეა.